პროექტები და ღონისძიებები



1. პროექტის სახელწოდება:   "მოგზაური მოთხრობა-"მირანდუხტი""

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები წაიკითხავენ ერთობლივად შერჩეულ წიგნს, რომელიც იმოგზაურებს კლასში, რათ მოიცვას მთელი კლასი, ან ამ პროექტში ჩართული მოსწავლეები.

3.პროექტის აქტუალობა:
პროექტი ხელს შეუწყობს წიგნიერების ამაღლებას მოსწავლეებში და ისინი დაუბრუნდებიან წიგნებს.

4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეები კითხულობენ წიგნს.
მოსწავლეები ინიშნავენ და ამოიწერენ ციტატებს და მათთვის მოსაწონ ფრაზებს.
მოსწავლეები გამოიმუშავებენ ტექსტის კითხვისა და გააზრების უნარს.

5.მონაწილეთა ასაკი:   10-11 წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა - ერთი თვე

7. მოსალოდნელი შედეგები:
 მოსწავლეები ხალისით წაიკითხავენ წიგნს, ხალისით შეავსებენ  ვიზუალურ სქემებს და წარმოადგენენენ მათ მიერ შესრულებულ ნახატებს, ან მცირე ზომის პრეზენტაციებს. გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ შთაბეჭდილებებს და შესაძლოა სხვა მოსწავლეებსაც გაუჩნდეთ სურვილი ამ პროექტში ჩართვისა.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რუსურსები:  ტექსტი,  ვიზუალური სქემები, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, ფოტოაპარატი ან მობილური.

9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები კითხულობენ არჩეულ წიგნს ინდივიდუალურად სახლში, კლასში არსებობს მხოლოდ ერთი წიგნი, რომელიც მოგზაურობს, ყველა მოსწავლე როცა წაიკითხავს მოთხრობას, შემდეგ ვახდენთ მოთხრობის  განხილვას ჯგუფში ან კლასში, რისთვისაც ვიყენებთშემდეგ აქტივობებს.

აქტივობა 1. მოსწავლეები შეავსებენ ვიზუალურ სქემებს, რომლებიც ამ პროექტისთვის შეიქმნა.

აქტივობა 2. მოსწავლეები  გამართავენ დისკუსიას, სადაც ჩართული იქნება მთელი კლასი.

აქტივობა 3. მოსწავლეები შეაფასებენ მეგობრების გაწეულ საქმიანობას შერჩეული კრიტერიუმები მიხედვით.


10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ისტ-თან და ხელოვნებასთნ


ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
ქართ. V. 14. მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა და ფუნქციური სტილის არჩევა.

11 პროექტის ხელმძღვანელი:ქეთევან საბაური

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:kkarosaba@gmail.com

13 პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი: qetevansabauri.blogspot.com

No comments:

Post a Comment